რუსეთში, სავაჭრო ცენტრ "ევროპაში" გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ხუთსართულიან შენობაში მომხდარი ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანიც დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მაშველები ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მათ მეზობელი შენობებიდან ხალხის ევაკუაციაც მოახდინეს.
საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღიძრა. აფეთქებისა და ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველები სამ სავარაუდო ვერსიაზე მუშაობენ.