ამერიკული კერძო სამხედრო კომპანია ღაზის სექტორში არსებულ გამშვებ პუნტქებზე „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერიოდში100-მდე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ვეტერანებს განათავსებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
სამხედროების განლაგებას უსფრთხოპების კომპანია UG Solutions განახორციელებს.
ისინი ღაზის ცენტრალურ ნაწილში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იმუშავებენ.
კომპანიის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ზოგიერთი ჯარისკაცი უკვე ადგილზე იმყოფება. ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
თუმცა ცნობილია, რომ რეკრუტირების მიზანია აშშ-ის სპეცრაზმში მსახურობის გამოცდილების მქონე 96 ადამიანის შეკრება.
კომპანიის ინფორმაციით, ჯარისკაცები შეიარაღებულნი იქნებიან M4-ის ტიპის შაშხანებით, ასევე Glock-ის პისტოლეტებით, რომლებიც გამოიყენება ისრაელისა და აშშ-ის ჯარებში.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით ამერიკელი სამხედროები განლაგდებიან ადგილობრივი მოსახლეობისგან მოშორებით და არ მოეთხოვებათ მათთან ურთიერთობა.