აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფები დაუწესებს, თუ ისინი გადაწყვეტენ შექმნან საკუთარი ვალუტა ამერიკული დოლარის ნაცვლად.
„იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები ცდილობენ დოლარს ჩამოშორდნენ და ჩვენ გვერდიდან ვუყუროთ, წარსულს ჩაბარდა.
ჩვენ მოვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ ისინი არ შექმნიან BRICS-ის ახალ ვალუტას და არ დაუჭერენ მხარს სხვა ვალუტას, რომელიც შეცვლის ძლიერ ამერიკულ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 100%-იანი ტარიფების წინაშე აღმოჩნდებიან. მათ მოუწევთ დაემშვიდობონ თავიანთი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობას”, - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ტრამპმა დასძინა, რომ არ არსებობს შანსი, რომ BRICS-მა შეცვალოს დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში ან სადმე სხვაგან.
"და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამის გაკეთებას, უნდა მიესალმოს ტარიფებს და დაემშვიდობოს ამერიკას!" - აღნიშნა ტრამპმა.
BRICS-ი არის სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება, რომელიც 2009 წელს დაარსდა.
მასში შედის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია მოგვიანებით დაემატა.