მედიის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ნავთობის საწყობის ტერიტორიას თავს დაესხნენ. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავის ნამსხვრევები ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.
ვოლგოგრადის ოქლის გუბერნატორის ანდრეი ბოჩაროვის თქმით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩავარდნის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ქარხნის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინული დრონები თავს დაესხნენ კომოანია „ლუკოილის“ ქარხანას მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა.
ასევე ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე აფეთქების შესახებ იუწყებოდა.
გუბერნატორი ბოჩაროვი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ ვოლგოგრადის ოლქში ღამით რვა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ასევე რუსეთის იაროსლავის ოლქის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ იაროსლავის მახლობლად ხუთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
„იაროსლავთან მოგერიებულია ხუთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა. ადგილზე, სადაც ისინი ჩავარდნენ, დაშავებულები არ ყოფილა“, - აცხადებს გუბერნატორი მიხაილ ევრაევი.
Telegram-ის ზოგიერთი არხი წერს, რომ დრონები, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს იაროსლავის სამხრეთ-დასავლეთით. გასულ წელს უკრაინული დრონები მას სამჯერ დაესხნენ თავს.