აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. იუწყება Bloomberg
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზია „სავაჭრო დეფიციტი და ფენტანილის შემოდინება.“
ტრამპის თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი კანადიდან და მექსიკიდან საქონელზე ტარიფების დაწესებისთვის: არალეგალური მიგრანტები, რომლებიც შევიდნენ და იმყოფებიან ქვეყანაში, ნარკოტიკები და უზარმაზარი სუბსიდიები, რომელსაც შეერთებული შტატები კანადასა და მექსიკას უწევს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფის 25%-იანი ზრდა შესაძლოა, იყოს მინიმალური ან მისი დონე შესაძლოა, გაიზარდოს ან არ გაიზარდოს დროთა განმავლობაში".
თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ჯერ კიდევ განიხილავს ნავთობის ტარიფებისგან გათავისუფლებას,
ტრამპი ასევე განიხილავს ტარიფების დაწესებას ჩინეთზე იმის გამო, რომ ფენტანილი აშშ-ში ჩინეთიდან შედის.
„ჩინეთსაც მოუწევს ტარიფის გადახდა ამისთვის, ჩვენ ვართ ამის გაკეთების პროცესში. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს ფენტანილის შემოგზავნა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მკვლელობა”, – განაცხადა ტრამპმა.