აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის შეძენის საკითხს სერიოზულად განიხილავს.
„ეს არ არის მიწის შესყიდვის მიზნით მიწის შეძენა, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ტრამპმა გამოაცხადა, რომ აპირებს ამის გაკეთებას, კერძოდ, მის შეძენას“, - თქვა რუბიომ.
რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით არქტიკულ რეგიონში, სადაც გრენლანდია მდებარეობს, „სახუმარო არ არის“.
„ცხადია, ეს არის პრეზიდენტის პრიორიტეტი, რომელმაც ეს საკითხი აქტუალური გახადა... ვფიქრობ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ოთხ წელიწადში ჩვენი ინტერესები არქტიკაში უფრო დაცული იქნება”, - თქვა რუბიომ.