სლოვაკეთი და უნგრეთი არ არიან მართლები და ისინი არასწორად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.
უილსონის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას გამოასწორებს.
"სლოვაკეთი და უნგრეთი არ არიან მართლები და ისინი არასწორად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ყიდის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ირანის რეჟიმსა და ომის დამნაშავე პუტინზე. ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ტრამპი ამას გამოასწორებს", - წერს უილსონი.