30 იანვარი უწყვეტი საპროტესტო აქციების 64-ე დღეა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პარლამენტთან დემონსტრანტებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
პარლამენტთან მარშით მივიდნენ ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციის მონაწილეები.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია - ისინი აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა დემონსტრანტი.