დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა 30 იანვარს დილით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ღაზის სექტორის ჯაბალიას რაიონში რვა მძევალი გადასცეს.
გათავისუფლებულებს შორის არიან ისრაელელი ჯარისკაცი აგამ ბერგერი იყო, რომელიც მძევლად 482 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. „ჰამასმა“ ასევე გაათავისუფლა ორი ისრაელელი, და ტაილანდის ხუთი მოქალაქე.
იმ დროს, როცა ტაილანდელი მძევლების გათავისუფლება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ხორციელდება, ყოველი გათავისუფლებული ისრაელელის სანაცვლოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ უნდა გამოუშავს 110 პალესტინელი პატიმარი, რომელთაგან 32-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისაჯილი ტერორისტული ქმედებებისთვის, 48-ს კი იგივე ბრალდებით ციხეში მრავალ;ი წელი უნდა გაეტარებინა.
ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.