ვაშინგტონში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტთან ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავი ჰაერშო სამხედრო ვერტმფრენს დაეჯახა.
თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, ხოლო ვერტმფრენში სამი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონ დონელიმ განაცხადა, რომ მაშველებმა თვითმფრინავიდან 27 ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო ერთი ვერტმფრენიდან.
”ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ კატასტროფას ვინმე გადაურჩა,” - თქვა მან.
NBC News4-ის ვაშინგტონის ფილილის ინფორმაციით, მდინარიდან 30 ცხედარი ამოიყვანეს. ჯერჯერობით არც ერთი გადარჩენილი არ არის ნაპოვნი.
ავიაკატასტროფის შემდეგ სენატორმა როჯერ მარშალმა თქვა, რომ ბორტზე მყოფთა უმეტესობა, თუ არა ყველა, დაიღუპა.
ძებნას სიბნელე, ქარი და დაბალი ტემპერატურა ართულებს.