აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს გამოსცეს აღმასრულებელი ბრძანება ანტისემიტიზმთან საბრძოლველად, რომელიც მოიცავს ანტიისრაელური განწყობების მიგრანტი აქტივისტების დეპორტაციას.
ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Post წერს.
ბრძანება, რომელიც ჯერ არ არის ხელმოწერილი, მოითხოვს სამთავრობო უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან 60 დღის ვადაში რეკომენდაციები მისცენ თეთრ სახლს და იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს გამოიძიოს კანონების დარღვევა პალესტინის ტერორისტული მოძრაობა „ჰამასის“ მხარდამჭერების მხრიდან, ასევე სტუდენტებს შორისაც.
„ბრძანება ითვალისიწინებს რეზიდენტ უცხოელთა დეპორტაციას, მათ შორის ვიზიანი სტუდენტების, რომლებმაც დაარღვიეს კანონები ანტიისრაელური პროტესტის ფარგლებში 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ“, - წერს New York Post.
მოხსენება, რომელიც მოუწოდებდა ფედერალურ მთავრობას მეტი გაეკეთებინა ანტისემიტიზმთან საბრძოლველად, მათ შორის კოლეჯის დაფინანსების კონტინგენტით, თუ როგორ ებრძვის მათი ხელმძღვანელობა ანტიებრაულ განწყობას.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა მოითხოვა ჰამასის მომხრე სტუდენტების დეპორტაცია, რომლებიც ვიზებით იმყოფებიან შეერთებულ შტატებში.