ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live”-ის ეთერში განაცხადა.
„ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიებში. საბოლო ჯამში, ეს არსებითად ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას საპარლამენტო ასამბლეაში და მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმც ასეთ ვითარებაში, რასაც დრეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობს არავითარი აზრი არ აქვს.
ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათე ხარისხოვანი ორგანო, ვიდრე, თუნდაც, ევროპარლამენტი – თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა კობახიძემ.