საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეები მსვლელობოთ რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
მანამდე აქციის მონაწილეებმა პირველი არხის შენობიდან ბანერი - "თავისუფლება მზიას!" გადმოფინეს.
შეკრებილებს მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ვასილ ჩიქოვანმაც. „დღეს, უკვე მე-18 დღეა, რაც ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს! ჩვენ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და ხმამაღლა გვინდა, გამოვთქვათ მის მიმართ სოლიდარობა, რომელიც ვიცით, რომ არ კმარა." - თქვა ვასილ ჩიქოვანმა.