რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არ არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად.
მან განაცხადა, რომ არ უკრაინის პრეზიდენტი ლეგიტიმურად არ მიაჩნია.
„მოლაპარაკების წარმოება ნებისმიერთან შესაძლებელია, მაგრამ მისი არალეგიტიმურობის გამო მას [ზელენსკის] არაფრის ხელმოწერის უფლება არ აქვს. თუ მას სურს მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში, მე გამოვარჩევ ადამიანებს, რომლებიც წარმართავენ ამ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა პუტინმა.
ამგვარად, მან გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ უკრაინის პრეზიდენტი, მისი თვალსაზრისით, არ შეიძლება იმყოფებოდეს თანამდებობაზე, ვინაიდან ქვეყანაში დადგენილ ვადებში არ გამართულა არჩევნები.
ამავდროულად, უკრაინაში არსებობს კონსენსუსი, რომ ვიდრე ომი გრძელდება, ზელენსკი რჩება სახელმწიფოს მეთაურად. პუტინის საკუთარი არჩევნების ლეგიტიმურობასკი რუსული ოპოზიცია რეგულარულად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
გარდა ამისა, 2024 წლის აპრილში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს არ ეღიარებინა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე კენჭისყრის შედეგები.