აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. იუწყება BBC
ეს გადაწყვეტილება ეხება იმ პროგრამებს, რომლებზეც დაფინანსება უკვე გამოყოფილია ფედერალური მთავრობის მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლე ლორენ ალიხანმა გადაწყვეტილება 28 იანვარს გამოსცა აქტივისტთა ჯგუფის Democracy Forward-ის სარჩელის საპასუხოდ.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის ბრძანება არღვევდა პირველ შესწორებას და ადმინისტრაციული პროცედურების აქტს, რომელიც არეგულირებს აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიულ საქმიანობას.
მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე განკარგულება ძალაში შევიდოდა.
გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, შეაჩეროს უკვე არსებული დაფინანსების პროგრამები ამერიკის დროით, 3 თებერვლის საღამოს ხუთ საათამდე.
მოსამართლემ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას 3 თებერვალს მიიღებს.