კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ “მთავარი არხი“ დაიხურება, აუცილებლად გაიხსნება ახალი, თუმცა თვითონ დირექტორი აღარ იქნება.
“მთავარ არხს“ ხურავს ზაზა ოქუაშვილი, მისი წარმომადგენლის მეშვეობით და მე არანაირი კითხვის ნიშანი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ივანიშვილთან გარიგებული სქემა.
მე პირდაპირ გეტყვით, რომ მთავრი არხი რომც დაიხუროს ამ ფორმით, გაიხსნება ახალი, რადგან ის ჩემი შვილია, მე გავაკეთებ ყველაფერს და ის ტრავმაც მეყოფა, რუსთავი 2-ის წართმევით მივიღე. ამას არავის გავაკეთებინებ. ოქუაშვილმა თვითონ გააკეთა არჩევანი, მას შეეძლო რომ ყოფილიყო მთავარი არხი და ის დამფუძნებელი, ახლა კი იქნება ახლი არხი და ის არ იქნება.
ნიკა გვარამია დირექტორი არ იქნება, პირიქით, ვფიქრობ, რომ ის წილი რაც მთავარ არხში მქონდა, ჰქონდეს კოლექტივს, მე გავაკეთე არჩევანი, წავედი პოლიტიკაში და უკან მობრუნებას არ ვაპირებ, - განაცხადა გვარამიამ.