საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზების გამოძიებაში ჩართვას მოითხოვს.
პროფკავშირები მომხდარში უშუალოდ მაღაროს ხელმძღვანელობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების აუცილებელი ნორმები დაცული არ ყოფილა.
"9 თვეში 9 დაღუპული და 11 დაშავებული მაღაროელი გვყავს. პროფკავშირებმა ტყიბულის მაღაროს ხელმძღვანელობას თანამშრომელთა უსაფრთხოების აუცილებელი ნორმების მიღება ჯერ კიდევ 9 თვის წინ სთხოვა, თუმცა მაღაროელებვის მფლობელმა კომპანია "ჯიჯ"-იმ კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების და შრომის უსაფრთხოების პუნქტების ჩადებისგან თავი შეიკავა. შედეგად ათობით ადამიანი დასახიჩრდა, 9 კი დაიღუპა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" პროფკავშირებში.
აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების წევრები და ტექნიური ინსპექტორები ტყიბულში გუშინვე ჩავიდნენ. ისინი მაღაროს ხელმძღვანელებისგან პასუხს იმასთან დაკავშირებით, მიეცემათ თუ არა მათ გამოძიებაში ჩართვის უფლება, დღეს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში გუშინ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი მაღაროელი დაიღუპა.