„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომსაქართველოში საპარლამენტოარჩევნებზრ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
მისივე თქმით,ს რულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები „ქართული ოცნების” მხრიდან შეჩერდა.
“არ შეიძლება, გაყალბებას ჰქონდეს ადგილი როცა არჩევნებში გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის სხვაობა 800 ათასი ხმაა. შეიძლება, გაყალბება იყოს, როცა ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით მოხდა და ეს მოწყობილობები დასავლურმა კომპანიებმა დააყენეს. ასევე დავამატებ იმას, რომ დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა, განაცხადა, რომ ეს ტექნოლოგია გაყალბებას შეუძლებელს ხდის. თუ დარღვევები იყო, მაშინ 8 სხვადასხვა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მაინც, რაშია საქმე? ფაქტია ის, რომ ხალხს არჩევნების შედეგები არ მოსწონს. საქართველოში 2022 წლიდან გვრჩება შთაბეჭდილება და მხოლოდ მე არ ვამბობ ამას, რომ ხალხი საქართველოს დასჯას ცდილობს. ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსული ოკუპაციის ქვეშ არის და ხალხი კიდევ ამბობს, რომ საქართველო პრორუსულია და დიალოგის ნაცვლად ჩვენს გარიყვას ცდილობს. ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა, მოლაპარაკებები, რომელიც არც კი არსებობდა. ოპოზიცია პარლამენტში მანდატებზე უარს აცხადებს, მაგრამ თანხა აიღეს, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. გთხოვთ, ასამბლეაში ჩვენს დელეგაციას პატივი სცეთ, - განაცხადა წულუკიანმა.