საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. იუწყება Reuters
„ნებისმიერ შემთხვევაში [მასკი] საფრთხეს უქმნის დემოკრატიებს... მიმაჩნია, რომ ფულმა არ უნდა მისცეს ცნობიერების კონტროლის უფლება“, - განაცხადა ბაირომ.
ასე უპასუხა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა გასულ კვირას მასკის რეზონანსულ განცხადებებს.
20 იანვარს ბაირუმ თქვა, რომ საფრანგეთს და მთლიანად ევროპას მოუწევთ დაუპირისპირდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი "განადგურების" წინაშე აღმოჩნდებიან.
საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა დაეწყო პოლიტიკის უკიდურესად დომინანტური ფორმა, დოლარის მეშვეობით, თავისი ინდუსტრიული პოლიტიკით, იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ აიღონ მსოფლიო ინვესტიციები და მსოფლიო კვლევები“.
პრემიერის თქმით, მოვლენებზე რეაქცია მხოლოდ ფრანგ ხალხზე და ევროპაზეა დამოკიდებული.
მანამდე ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მხოლოდ გერმანიის სიდიდით მეორე პარტია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაარჩენს გერმანიას.