აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ში რკინის გუბათის შექმნის დაწყების შესახებ.
მისი თქმით, პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.
"მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი იქნება. ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ უახლესი რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის ფარის შექმნა, რომელიც შეძლებს ამერიკელების დაცვას," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, დღეს არსებობს ფენომენალური ტექნოლოგია.
"ამას ხედავთ ისრაელთან დაკავშირებით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამის უფლება და ყველაფერი გაკეთდება სწორედ აქ, აშშ-ში 100%-ით."- აღნიშნა ტრამპმა.
ინაუგურაციის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს შეიარაღებულ ძალებს დაავალოს სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარება და მშენებლობა.
წინა საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ სამხედროებს დაავალებს ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მოდელზე "შეუღწევადი გუმბათის შექმნას ჩვენი ხალხის დასაცავად".