ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ AP იუწყება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ თუ ვიზიტი ამ ვადებში შედგება, ნეთანიაჰუ შესაძლოა, გახდეს პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც შეხვდება ტრამპს თეთრ სახლში მისი ინაუგურაციის შემდეგ.
წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, ამ კვირაში ეწვევა ისრაელს ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად.
კვირას ნიუ-იორკის სინაგოგის საზეიმო გახსნაზე უიტკოფმა აუდიტორიას განუცხადა, რომ ოთხშაბათს მიემგზავრებოდა ისრაელში, რათა გააგრძელოს ძალისხმევა ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უიტკოფი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ამერიკელებისა და სხვების გათავისუფლებით, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის’ მძევლებად რჩებიან, ასევე, მხარი დაუჭირა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტას ლიბანში.
თავად ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მიანიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოახლოებულ ვიზიტზე, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
უახლოეს მომავალში ვაპირებ ბიბი ნეთანიაჰუსთან საუბარს“, - განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ თეთრ სახლს თებერვალში ეწვევა, მაგრამ თარიღი არ დაუსახელებია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი გეგმავს ტრამპის მიწვევას სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის 28-29 აპრილს გაიმართება.