საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმსჯელეთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რათა მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალი, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასს კითხვა დაუსვეს ჟურნალისტს მზია ამაღლობელის შესახებ, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებაზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ამას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ, ამიტომაც ვიმსჯელეთ დღეს ამის შესახებ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რათა საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალი, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის და არის რაღაცები, რაც შეგვიძლია, კიდევ განვიხილოთ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ეს გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს და ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში ეს თავად უნდა დანერგონ. ამ კუთხით ევროპა ასე მუშაობს“, – განაცხადა კაია კალასმა, რომლის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს..