გაათავისუფლონ 53 პოლიტპატიმარი საქართველოში, რომელთაგან ერთი, ჟურნალისტი, უკვე 16 დღეა, შიმშილობს, - ამის შესახებ ლიბერალ-დემოკრატების (ALDE) ჯგუფის თავმჯდომარემ და PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა.
„არჩევნების შემდგომი გარემო საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ქვეყანა მიდის ავტოკრატიისკენ და ამ არჩევნების შემდეგ სიტუაცია არ უმჯობესდება. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა ორი მოწოდებისთვის: პირველი, გაათავისუფლონ ის 53 პოლიტპატიმარი, რომლებიც ახლა საქართველოში არიან, რომელთაგან ერთი, ჟურნალისტი, უკვე 16 დღეა, შიმშილობს; მეორე, ყველაფერი, რაც ჩვენ ნოემბრის შემდეგ და ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა, ეჭვქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, გზას უხსნის ამ ასამბლეას და ამ პალატას, რათა წაახალისოს საქართველოს ხელისუფლება ყველა იმ ძალასთან დიალოგისკენ, ვინც უნდა შექმნას და იმუშაოს საქართველოში ახალი არჩევნებისთვის. იმისთვის, რომ მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს მთავრობას და ფუნქციონირებდეს პარლამენტი“, - განაცხადა ბულაიმ.