27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8808 ლარი ეღირება, ევრო – 3.0263 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6013 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8834 ლარი ღირდა, ევრო – 3.0247 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5846 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 იანვარს ამოქმედდება.