2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით 9.1 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 7.6 ათასი ტონით (6.0-ჯერ), ხოლო ღირებულება - 4.8 მლნ აშშ დოლარით (6.0-ჯერ) გაიზარდა.
ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 026 ტონა). 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა თურქეთში და 2 ტონა სომხეთში.