ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს.
დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გაასაჩივრა "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენელმა, შვედმა პოლიტიკოსი ბორიანა აბერგმა.
"საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვასაჩივრებ უფლებამოსილებას ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით, პროცედურის წესების A2A მუხლის შესაბამისად. მე ვასაჩივრებ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას", - აღნიშნა აბერგმა.
პროცედურულად ახლა საკითხი მონიტორინგის კომიტეტმა უნდა განიხილოს, რომელიც 24 საათის ვადაში წარადგენს ანგარიშს. ამის შემდეგ უფლებამოსილების ცნობს საკითხი კენჭისყრაზე გავა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.