საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია კვლავ ქუჩებში დგას, რაც გვავალდებულებს ჩვენ, რომ ამას ვუპასუხოთ და ვიმოქმედოთ. გავიხსენოთ საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა, ჩვენ ხელიდან გავუშვით მკაცრი მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა და უფრო ძლიერი შემზღუდველი ზომების დაწესების შესაძლებლობა, როგორც ეს ჩვენ ლიტვაში დავაწესეთ და რამდენიმე სხვა ქვეყანაც ჩვენს მაგალითს მიჰყვა. ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან თანხვედრაში იქნება. ეს, ჩვენი აზრით, იქნება წინსვლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა მთლიანად იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერეს“, - განცხადა ბუდრისმა.