კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ. იუწყება Reuters
კოლუმბიის პრეზიდენტმა მიგრანტების სამხედრო თვითმფრინავებით დეპორტაციის პრაქტიკა დაგმო და აღნიშნა, რომ მიგრანტებს ისე ეპყრობიან, როგორც კრიმინალებს.
მისი თქმით, დეპორტირებულ მიგრანტებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მათ ქვეყანაში სამოქალაქო თვითმფრინავებით ჩაიყვანენ.
მანამდე, აშშ-დან სამხედრო თვითმფრინავებით დეპორტირებული მიგრანტების მიღებაზე მექსიკამაც თქვა უარი.
კოლუმბიის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპასუხო ზომების გატარების ბრძანება გასცა. 26 იანვარს მან კოლუმბიისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ტარიფები და სავიზო შეზღუდვები დააწესა.
ტრამპმა თქვა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
საპასუხო ზომები ისინი მოიცავს 25%-იანი ტარიფის შემოღებას აშშ-ში შესული ყველა საქონელზე, რომელიც ერთი კვირის შემდეგ 50%-მდე გაიზრდება; შესვლის აკრძალვა და ვიზების გაუქმება კოლუმბიის ოფიციალური პირებისთვის და მათი მოკავშირეებისთვის; საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსური სანქციების დაწესება, ასევე კოლუმბიის მოქალაქეების სასაზღვრო შემოწმების გაზრდა.
„ეს ზომები მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ მივცემთ უფლებას კოლუმბიის მთავრობას დაარღვიოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები, დამნაშავეების მიიღებასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც აიძულეს შეერთებულ შტატებში ჩასულიყვნენ!“ - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელTruth Social-ში.