საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი განცახდებით, დღევანდელი არჩევნები იყო მოჩვენებითი, რადგან არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი.
მათივე თქმით, ლუკაშენკას რეჟიმის გადაწყვეტილება მიეწვია ეუთო/ოდირის მისია არჩევნებამდე მხოლოდ 10 დღით ადრე, ამ დამოუკიდებელ ორგანოს არ აძლევდა წვდომას საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე, რაც ევროკომისიის აზრით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ არჩევნების მიმართ სანდოობა არ არსებობს.
"ამ მიზეზების გამო, ისევე როგორც ბელარუსის რეჟიმის ჩართულობის გამო რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ და მისი ჰიბრიდული თავდასხმები მის მეზობლებზე, ევროკავშირი გააგრძელებს რეჟიმის წინააღმდეგ შემზღუდველი და მიზანმიმართული ზომების დაწესებას, ხოლო ფინანსურად მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას...
დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც ჩატარდება საზოგადოებაში, სადაც ჭარბობს ადამიანის უფლებები, შეკრების ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე და სადაც პლურალისტური მედია თავისუფლად მოქმედებს. ბელარუსში ასე არ არის. ევროკავშირი ბელარუსი ხალხის მხარესაა და ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი ბელარუსისკენ, როგორც მშვიდობიანი და აყვავებული ევროპის ნაწილისკენ, ურყევია", - წერია განცხადებაში.
ალექსანდრ ლუკაშენკამ ეგზიტპოლების მიხედვით ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,6% მიიღო და ქვეყნის პრეზიდენტი მეშვიდე ვადით გახდება.