ალექსანდრ ლუკაშენკამ ეგზიტპოლების მიხედვით ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,6% მიიღო და ქვეყნის პრეზიდენტი მეშვიდე ვადით გახდება.
ეგზიტპოლი ბელარუსის ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტმა გამოაქვეყნა.
ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 5.1%-მა "ყველას წინააღმდეგ" მისცა ხმა, ხოლო ამომრჩეველთა 7.3%-მა ხმა მისცა დარჩენილ ოთხ კანდიდატს ჯამში, რომლებსაც დამოუკიდებელი ბელარუსული მედია "სარეზერვო მოცეკვავეებს" უწოდებდა.
70 წლის ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია. აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ ლუკაშენკას არჩევა ლეგიტიმურად არ აღიარა.