უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იული ტიმოშენკო თავის დროზე მონასტერში უნდა წასულიყო, _ ამის შესახებ ბორის ბერეზოვსკიმ გაზეთ "სეგოდნიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ტიმოშენკოს ყოველთვის სურდა თავი უკრაინელი ხალხად წარმოედგინა? მას სურდა თავი იმ ადამიანად წარმოედგინა, რომელიც მზად არის უკრაინის მომავალი საკუთარ თავზე აიღოს, რომ ის არის ასეთი ჟანა დარკი. თუმცა, ამ როლის ჩავარდნის შემდეგ მას გამოსავალი ჰქონდა - მონასტერში წასვლა", - აღნიშნა რუსმა ბიზნესმენმა.
ამასთან, ბერეზოვსკის შეფასებით, ტიმოშენკომ ჟანა დარკის როლი დედა ტერეზას როლით უნდა შეცვალოს, რის შემდეგაც შეიძლება მას ხალხი კიდევ გაჰყვეს.
"თუმცა, მან სხვა გზა აირჩია", - აცხადებს ბიზნესმენი და აქვე დასძენს, რომ ტიომოშენკოს მიმართ რაც უფრო მეტი ძალადობრივი ქმედება განხორცილდება მისი რეიტინგი უფრო გაიზრდება.