ბალტიის ზღვაში ლატვიასა და შვედეთს შორის გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დაზიანდა.
ინციდენტი მოხდა კვირას, 26 იანვარს, დილით, ლატვიის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებლის ცნობით, მის მფლობელობაში არსებული დაზიანებული კაბელი აკავშირებს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსსა და შვედეთის კუნძულ გოთლანდს.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების სხდომა მოიწვია. მისმა შვედმა კოლეგამ ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ სტოკჰოლმი, რიგა და ნატო „მჭიდროდ თანამშრომლობენ“ ინციდენტის გამოძიებაში.
არსებული ცნობებით, კაბელი შესაძლოა, დაზიანებულიყო გარე ზემოქმედების შედეგად.
„ამჟამად, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კაბელი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რომ დაზიანება გამოწვეულია გარე ზემოქმედებით“, - განაცხადა სახელმწიფო მაუწყებლის წარმომადგენელმა ვინეტა სპრუგაინმა.
ვენტსპილსსა და გოთლანდს შორის დაფიქსირდა შეფერხებები მონაცემთა გადაცემაში. კაბელის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა გემი, რომელიც რუსეთისკენ მიემართებოდა.
ლატვიის საზღვაო ძალების სარდალმა, ადმირალმა მარის პოლენცსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომპანამის დროშისდ ქვეშ მცურავი ხომალდი Michalis San-ი რუსეთისკენ მიემართება. „ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რაიმე საეჭვო აქტივობა გემბანზე“, - თქვა პოლენცსმა.