ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ექს-სპიკერი ნიუტ გინგრიჩი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა " Atlanta Journal-Constitution " ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, კონგრესის ექს-სპიკერმა ჯორჯიის შტატში კონსულტაციები რესპუბლიკურ პარტიის წარმომადგენლებთან უკვე გაიარა და მზადყოფნა განაცხადა 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩართვისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1994 წელს კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელებს გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი დამსახურება გინგრიჩს ეკუთვნის, რომელმაც კონგრესში სპიკერის თანამდებობა დაიკავა.
რამდენიმე წლის შემდეგ კი მან თანამდებობა დატოვა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრად დარჩა.