საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"სანამ მე თავისუფლების მოყვარული საქართველოს სახელით ინაუგურაციას ვესწრები, ქართველები ამერიკელი მეგობრების სოლიდარობის ნიშნად მარშს მართავენ. პრეზიდენტო ტრამპო, ამერიკის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს იმავეს?"- წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე და თბილისში სოლიდარობის მარშის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.