გახარიას შემთხვევაში თავისუფლად არის დასაშვები, რომ საქმე ამოაყირაონ და გახარია დაიჭირონ - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, როცა მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ, კადრები გაქვს, სადაც ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს ესხმიან და პოლიცია არაფერს აკეთებს. კადრები გვაქვს და იდენტიფიცირებული გვყავს ყველა ტიტუშკა, რომელიც გუშინ დოლიძის ქუჩაზე იმყოფებოდა. არცერთ მათგანს, არც ტიტუშკებს და არც პოლიციელებს არ სჯიან. საპირისპირო მხარეს ადამიანებს დაკუჭული ქაღალდის სროლის გამო იჭერენ. აქეთა მხარეს სრულიად დაუცველი ხარ, შეიძლება დაგიჭირონ და რაღაცები გაგიკეთონ, იქითა მხარეს კი არავინ ისჯება, ეს არის ჩვეულებრივი რუსული რეჟიმი"- განაცხადა ჯაფარიძემ.