გერმანელმა სამართალდამცველებმა მთვრალი ბუ "დააკავეს", რომელმაც 2 ბოთლი შნაფსი დალია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "შპიგელი" ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, გამძახება განყოფილებაში ქუჩის ერთ-ერთი გამვლელისგან შევიდა, რომლის თქმითაც, ტროტუარზე მჯდომი ბუ გარემო მოვლენებზე, მათ შორის გამვლელი ავტომანქანებზედაც კი არ რეაგირებდა. ბუს გვერდით დაცლილი შნაფსის ბოთლები ეყარა.
"ბუს ორგანიზმში ალკოჰოლი აღარ შეგვიმოწმებია, რადგან მის გვერდით შნაფსის დაცლილი ბოთლები ეყარა. როგორც ჩანს, ბუ შნაფსით დათვრა", - აცხადებენ გერმანელი პოლიციელები.
ბუს მოგვიანებით წყალი დაალევინეს და გამოფხიზლების შემდეგ გაუშვეს.