რაკეტამზიდმა "დელტა 4"-მა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან საიდუმლო მოთვალთვალე თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვა.
თანამგზავრ-შპიონის გაშვება კალიფორნიის სამხედრო ბაზიდან განხორციელდა.
"ასოშიეიტ პრესის" ინფორმაციით, თანამგზავრის გაშვებას სამი წელი და დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დასჭირდა, რაც სამხედრო ბაზის სრულყოფას მოხმარდა. ეს კი ამერიკის საჰაერო-კოსმიური თვალთვალის ეროვნული მართვის მიერ განხორციელდა. თანამგზავრის გაშვების მიზანი, ისევე, როგორც, მასზე დაწვრილებითი ცნობები გასაიდუმლოებულია.
თავისი პირველი გაფრენა რაკეტამ 2004 წელს განახორციელა. მთლიანობაში, კი მან ხუთი წარმატებული რეისი შეასრულა.