ამერიკული კინოკომპანია Josephson Entertaiment და Michelle Krumm Prods -ის პროდიუსერული ცენტრი სკანდალურ საიტ WikiLeaks -ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჯის შესახებ ფილმის გადაღებას აპიებენ.
პროდიუსერის თქმით, ფილმის ძირითადი თემა ასანჯის ჯერ კიდევ გამოუცემელი ბიოგრაფია იქნება, სახელწოდებით, "მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანი" იქნება. ბიოგრაფია ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ენდრიუ ფოულერმა დაწერა. წიგნის მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი მოლაპარაკება უკვე მიღწეულია.
"როგორც კი შევხვდი ენდრიუს და მისი ღრმად შინაარსიანი წიგნის შესახებ წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ ეს წიგნი შესაძლებლობას მომცემდა ტელეეკრანებისთვის დამაფიქრებელი ფილმი შეგვექმნა,"_აღნიშნა ამავე ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა მიშელ კრამმა.
ასანჯის შესახებ ფოულერის წიგნს ავსტრალიის გამომცემლობა 2011 წლისთვის გამოაქვეყნებს. ამ წიგნში სრულყოფილად განიხილება როგორც ჯულიან ასანჯის ბავშვობის ხანა, ისე მის ირგვლივ შექმნილი ბოლოდროინდელი სკანდალი.
ფილმის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ მათი ნაწარმი ფურორს მოახდენს.