ბრიტანეთის პარლამეტში რუს ჩინოვნიკთა წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოწოდებები გაისმა. ამის შესახებ მოსკოვის იზოლატორში გარდაცვლილი Hერმიტაგე ჩაპიტალ -ის ფონდის ყოფილი იურისტის სერგეი მაგნიტსკის კოლეგებმა განაცხადეს.
მათი აზრით, სანქციები იმ რუს ჩინოვნიკებზე უნდა დაწესდეს, რომლებიც მაგნიტსკის საქმესთან არიან დაკავშირებულნი.
ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა კრის ბრაიანტმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, რათა მან მთელ რიგ რუს ჩინოვნიკებზე სანქცია დააწესოს.
ბრაიანტის მიერ გავრცელებული შეტყობინების მიხედვით, სანქციების შემოღება 60 რუს ჩინოვნიკს შეეხება, რაც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სხდომაზე გაისმა.
მასალის გამოყენების პირობები