"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, გამოჟონილ სიაში მყოფმა ადამიანებმა, რომელთა სია აშშ-ის მომვალ სახელ,წიფო მდივანს მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს, ახლა უნდა გადაწყვიტონ, ჩაყვებიან "ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან"
“გამოჟონილ სიაში მყოფი ადამიანების ნაწილი წარმოადგენენ ბიზნესს. ისინი ივანიშვილთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე შოულობენ ფულს, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელსაც ახლა არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ჩაყვებიან ივანიშვილს რუსულ ჭაობში, თუ ქართველი ხალხის მხარეს დადგებიან და დაუჭერენ მხარს იმ ერთადერთ გამოსავალს, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისთის ბრძოლა", - აცხადებს საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
გამოცემის წყაროს ცნობით, წერილი, რომელიც 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.