ამერიკის ებრაელთა კომიტეტმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი Light Unto the Nations Award -ის პრემიით, ებრაელთა უფლებების დაცვისთვის დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ამ ორგანიზაციის საიტზე გავრცელდა.
ცერემონია 20 იანვარს ბერლინში ანგელა მერკელის სამუშაო რეზიდენციაში გაიმართა.
გერმანელთა ლიდერი ადამიანის უფლებათა სფეროში შეტანილი ღვაწლისთვის დააჯილდოვეს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ისრაელს შორის მჭიდრო კონტაქტების მხარდაჭერა დაუფასეს.
ამასთან, ანტისემიტიზმთან ბრძოლისა და გერმანიაში ხოლოკოსტის დაგმობის გამო ანგელა მერკელის როლის შესახებაც აღინიშნა.
შეგახსენებთ, ამერიკის ებრაული კომიტეტი 1906 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანი მთელ მსოფლიოში ებრაელთა უფლებების დაცვა იყო.
მასალის გამოყენების პირობები