ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში, - ასე მიმართავს ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც მაკკეინის ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის მინიჭების გამო გააკრიტიკა.
"მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის.
იმავდროულად, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად მიდიხარ ორკისტანის ორბიტაში, შალვა პაპუაშვილო, ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში", - წერს კოლსი X-ზე.