საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას.
"საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავებისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი განუსაზღვრელი ვადით გადადო.
მანამდე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა პია კაუმას "უდროო ვიზიტის" გაუქმებისკენ მოუწოდეს.