რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, ქალს სხეულის 20% აქვს დამწვარი და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
"პაციენტი რუხის საავადმყოფოდან გადმოყვანილი იქნა დილის 7 საათზე თერმული დამწვრობით სახისა და ორივე წინამხრის არეში.შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, იყო კონტაქტური და ადეკვატური. პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება, გაუკეთდა შეხვევა და გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება საშუალო სიმძიმის," - აცხადებს ექიმი ზურაბ წულაია "მთავარ არხთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, ხანძარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.