რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლს, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაუჩნდა. იტყობინება "ეხო კავკაზა".
მედიის ინფორმაციით, გაჩენილმა ცეცხლმა სახლი მომენტალურად მოიცვა და იქ მცხოვრები 5 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც იუწყებიან, ბავშვებთან ერთად სახლში ბებიაც იმყოფებოდა, რომელიც გადარჩა.
გადაუმოწმებელი ცნობით, ბავშვების ბებიამ ღუმელში ცეცხლის დანთებისას ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რასაც სწრაფი აალება მოჰყვა. ბებიამ მეზობლებს უხმო საშველად, თუმცა ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მოსახლეობამ ვერაფრის გაკეთება შეძლო.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მთელი სოფელი შეძრწუნებულია და გლოვობს მომხდარის გამო.