არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახს უსამძიმრებს.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლს, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაუჩნდა. ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.