კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის წევრი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, ჯერი კონოლი და კონგრესმენი, დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი, საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მიესალმებიან.
"ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შელახვის გამო. ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელთან, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, იძალადა მომიტინგეებზე და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციების გზით", - ნათქვამია, კონგრესმენების განცხადებაში.