ბარაკ ობამა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიფსმა გააკეთა. მისივე თქმით უახლოეს თვეებში ყველა დოკუმენტი მზად იქნება და პრეზიდენტი ფედერალურ სარჩევნო კომისიაში განაცხადს შეიტანს. მთავარი საარჩევნო შტაბი ამჯერადაც ჩიკაგოში განთავსდება.
საარჩევნო კამპანიას კი ობამას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ჯიმ მესინი ჩაუდგება სათავეში. სოციალური გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა 53 % პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
მასალის გამოყენების პირობები