ბარაკ ობამამ მიიჩნევს, რომ საკუთარი მსოფლმხედველობის გამო, რომელსაც ოდესღაც ჯონ კენედი იზიარებდა, აშშ-ის პრეზიდენტად გახდომა შეეძლო. ეს განცხადება ბარაქ ობამამ ჯონ კენედის სახელობის დედაქალაქის ხელოვნების ცენტრში გააკეთა.
ობამამ კენედის მოიხსენია იმ პიროვნებად, რომელმაც თავისი მოსვლით დედამიწა მცირე და ნათელი წუთებით დააჯილდოვა. "ამ მსოფლმხედველობის გამოა, რომ დღეს მე აშშ-ის პრეზიდენტად ყოფნა შემიძლია", _ აღნიშნა ობამამ.
აშშ-ის დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ თავის წინამორბედს შეიმეცნებს, როგორც ხატს და არა როგორც_ჩვეულებრივ მოკვდავს.
"შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რას განიცდიდა ჯონ კენედი, როცა იმ მღელვარე დროს თეთრი სახლის კაბინეტში შედიოდა. ეს მაშინ, როცა ხრუშჩოვი ამერიკის "დამარხვით" იმუქრებოდა. მთელ მსოფლიოს გამათავისუფლებელი ომების ტალღამ გადაუარა_ლაოსისა და ვიეტნამიდან დაწყებული, კონგოსა და კუბამდე", _ აღნიშნა ობამამ.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, კენედი სახელმწიფოს აუკანკალებელი ხელით მართავდა. ამით "ცივი ომის" სახიფათო კრიზისი ერთი გასროლის გარეშე დაასრულა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ობამა 2012 წლისთვის საპრეზიდენტოდ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას მეორედ აპირებდა.