სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი მოსკოვის ცენტრში დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, 57 წლისკარაპეტიანი ტვერსკაიას ქუჩაზე 29 დეკემბერს დააკავეს. ის სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრული საქმეების ფარგლებში იძებნებოდა. კერძოდ, კარაპეტიანს ბრალად ედება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
კაპარეტიანი 2018 წლიდან 2021 წლამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი იყო. 2021 წლის აპრილიდან ივლისამდე ის სომხეთის გენშტაბის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე იყო, ხოლო 2 აგვისტოს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. კარაპეტიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.